დენდროპარკის რენოვაცია.მუშაობის ქრონიკა
Автор: პეტრო ზგონნიკოვ |
Добавлено: 14.09.2021 |
|
|
პროექტის მონაწილეები მლოკოსევიჩის დენდროპარკში, მარჯვნიდან მეორე-საიტის კორესპონდენტი როლანდ ოსიპოვი (ლაგოდეხი) |
საიტზე უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 სექტემბერს მლოკოსევიჩის დენდროპარკის რევიტალიზაციის (აღდგენა) პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად ლაგოდეხში ჩამოვიდა პოლონელ სპეციალისტთა ჯგუფი. პროექტი გაანგარიშებულია სამი წელიწადზე, მისი საბოლოო მიზანია - დენდროპარკის ადრინდელი იერის აღდგენა, ისეთის, როგორიც ჰქონდა მისი დამფუძნებლის, ცნობილი ნატურალისტის, პოლონელის,
|
ხის მომზადება |
ლუდვიგ მლოკოსევიჩის სიცოცხლის პერიოდში. მისია ნებაყოფლობითია, პროექტის მონაწილეები თავიანთ სამუშაოს შეასრულებენ უფასოდ. პროექტი დაფინანსებულია საზღვარგარეთ პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ინსტიტუტის, ,,პოლონიკას" მიერ.
ქვემოთ მოყვანილია პოლონელ სპეციალისტთა ლაგოდეხში ყოფნის პირველი ხუთი დღის მოკლე ქრონიკა.
6 სექტემბერი. ჩამოსვლა ლაგოდეხში 19 საათის შემდეგ, განთავსება ვაშლოვანის ქუჩაზე, სასტუმროში ,,კავკასიონი". სტუმრები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ მიღებით - სასტუმროს მეპატრონე ირინა სტუმრებს შესანიშნავი ქართული სტუმართმოყვარეობით შეხვდა. სტუმრების მიმართ სითბოსა და სიმპათიას მატებს მათი განსაკუთრებული სტატუსიც: ისინი ჩამოვიდნენ არა როგორც ჩვეულებრივი ტურისტები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილი, სადაც ადრე მდებარეობდა მათი ცნობილი
|
ტომოგრაფის სენსორების დაყენება |
თანამემამულის საკარმიდამო გარდაიქმნას თანამედროვე, დეკორატიულ და სამეცნიერო თვალსაზრისით მიმზიდველ ცენტრად.
7 სექტემბერი. ნინოშვილის ქუჩაზე კორპის მუხების, რანის სტადიონთან ცაცხვების, მლოკოსევიჩის ქუჩაზე კვიპაროზის და ჰიმალაის კედარის ასაკის დადგენით იყვნენ დაკავებულნი. ეს კვლევები არის პოლონელების მყისიერი პასუხი წინა დღით საიტზე გამოქვეყნებულ მიმართვაზე ამ ხეების ასაკის დადგენის თხოვნით, რადგან აღნიშნული ხეების წარმოშობასთან შესაძლებელია დაკავშირებული იყო ლუდვიგ მლოკოსევიჩი. სპეციალური დენდროლოგიური ხელსაწყოს (პრესლერის ბურღი) დახმარებით, ყველა ხიდან იყო აღებული ქერქის და შიდა ღეროვანი ნაწილის ნიმუში. შედეგები მიიღება პოლონეთში დაბრუნებისთანავე, სინჯების ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ.
8 სექტემბერი. ხანგრძლივი წვიმის გამო პრაქტიკულად დაკარგული დღე. გუნდის ლიდერის, რადოსლავ კონიაჟის შეტყობინება 22:14: ,,ბევრი სამუშაოა. წვიმის გამო, ჩვენ [დღეს] თითქმის არაფერი გაგვიკეთებია. ვაგვიანებთ ერთი დღით. დავნომრეთ მხოლოდ 50 ხე, ჩემი შეფასებით კი, ტერიტორიაზე დაახლოებით 200 ძვირფასი ხეა, რომელიც შეიძლება მომავალში დენდრარიუმის ნაწილი გახდეს. ჩვენ ყველანი ინტენსიურად ვმუშაობთ მონაცემთა დამუშავებაზე".
|
დიაგნოზი დადგენილია |
ამ დღეს შესძლეს დენდროპარკში კავკასიური ხურმის (Diospyros lotus) უდიდესი ეგზემპლარის ტომოგრაფიული შესწავლა. ტომოგრამაზე ხის თითქმის მთელი შუაგული ლურჯია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის მკვდარია, მაგრამ ამ ხურმის დაღუპვით, პოპულაციას საფრთხე არ ემუქრება, რადგან დენდროპარკში არსებობს ,,კავკასიური ხურმის მრავალი ძლიერი და ახალგაზრდა ხე" (რადოსლავ კონიაჟი).
9 სექტემბერი. მუშაობისთვის ხელსაყრელი დღე იყო. რადოსლავ კონიაჟი, 13 საათის შემდეგ: ,,თითოეული ჩვენგანი თავის საქმეს აკეთებს. მე ყველა ძვირფასი ხე დავნომრე, დღეს გამომივიდა 150 ცალი. ედიტა [ნოვიცკაია] და მარიანი
|
შედეგების განხილვა |
[გროდსკი]დენდროპარკის რუკას ქმნიან. პიოტრ [ბანასჩაკი] ადგენს ხის სახეობებს, პშემისლავი და რადეკი [კოსოვსკები] ტომოგრაფის მეშვეობით იღებენ ხეების რენტგენურ გამოსახულებებს“.
10 სექტემბერი. 9 სექტემბერს დაწყებული სამუშაოს გაგრძელება.
როდოსლავმა გამომიგზავნა წაბლის (Castanea sativa) ტომოგრამა რომელზეც ჩანს, რომ ხეს სიცოცხლის ბოლო წლები, შესაძლებელია კი ბოლო თვეებიც დარჩენია“.
პროექტის მონაწილეებს შევახსენე, რომ მათი ყოფნა მლოკოსევიჩის მიწაზე ისტორიულია. აქ, 1876 წელს, მლოკოსევიჩთან სტუმრობდა პოლონეთში ცნობილი მოგზაური, ნატურალისტების და ვარშავის ზოოლოგიური კაბინეტის მეცენატი კონსტანტინ ბრანიცკი, ხოლო 1900 წელს - იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრაზე პროფესორის, ნიკოლაი კუზნეცოვის ასისტენტი, მომავალში კი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი და უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, პოლონელი, ბოლესლავ გრინივეცკი.
11 სექტემბერი. გაგრძელდა 9-10 სექტემბერს დაწყებული სამუშაოები.
--------------------------------
ფოტოსურათები წარმოადგინა რადოსლავ კონიაჟმა
--------------------------------
თარგმანი: ლევან ოსიპოვი
Просмотров: 632
|