Возобновляю публикации на сайте

Книга о Людвиге Млокосевиче будет издана на польском и грузинском языках

Прощание с левом

თავადი ილია ჩოლოყაშვილი ლაგოდეხიდან

Князь Илья Чолокашвили, генерал-майор из Лагодехи

Граф Константин Браницкий в 1876 году в Лагодехи

Экспедиция Константина Браницкого на Кавказ (Цикл "Письма Людвика Млокосевича (1831-1909) Антону Ваге (1799-1890"). Часть 4 из 5.


Посетителей: 2414300
Просмотров: 2548824
Статей в базе: 741
Комментариев: 4675
Человек на сайте: 13







დენდროპარკის მომავლის შესახებ

Автор: Valery Oghiashvili, Piotr Zgonnikov

Добавлено: 16.10.2025

G denropark before
 
დენდროპარკი პოლონელი ვოლონტიორების
ჩამოსვლამდე

პირველ ფოტოზე ასახულია მლოკოსევიჩის დენდროპარკი მანამდე, სანამ მას პოლონელები ესტუმრებოდნენ, რომლებიც მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში მისი რევატალიზაციის მესამე ეტაპს ახორციელებდნენ, ხოლო მეორეზე – მათი წასვლის შემდეგ. შეადარეთ ისინი, რათა დარწმუნდეთ აშკარა აზრში: სახლის აშენება საქმის მხოლოდ ნახევარია, საქმის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნახევარია – სახლის მოვლილ მდგომარეობაში შენარჩუნება. და თუ ჩვენ, ლაგოდეხის საზოგადოება და ჩვენი საქალაქო და რაიონული ხელმძღვანელობა, უკვე ახლავე არ დავფიქრდებით კითხვაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ დენდროპარკის მოვლა, მაშინ მომავალი წლის ზაფხულისთვის ის კვლავ დაუბრუნდება პირველ ფოტოზე ასახულ, მიტოვებულ სახეს. და ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში ის უფრო და უფრო მოედება ბალახს და გადაიქცევა გაუვალ და ნაგვით სავსე ტერიტორიად.

ზედმეტია იმის თქმა, რომ ასეთ მდგომარეობაში ის სწრაფად დაკარგავს ფუნქციურობას, თავის მთავარ ხარისხსა და დანიშნულებას, რითაც ის მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის. უნიკალური ასაკის და სამეცნიერო და ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო ხეებთან წვდომა

G dendropark after
 დენდროპარკი პოლონელი ვოლონტიორების
                 გამგზავრების შემდეგ

შეიზღუდება, ბუჩქების გაუვალ სიმწვანეში ჩაიმარხება საინფორმაციო დაფები, რომელთა გარეშეც ვერც ერთი დენდროპარკი ვერ იარსებებს. ასევე, შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო ფუნქციის დავიწყებაც, გაბალახიანებულ დენდროპარკში არავინ მოაწყობს შემეცნებით ექსკურსიებს სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტ-ბოტანიკოსებისთვის. დენდროპარკის რეკრეაციული როლი ნულამდე დავა, თუ ელემენტარულად დასაჯდომი ადგილიც კი არ იქნება.

რაციონალური მოწყობის მაგალითი და პრობლემის არსი ამავდროულად, მსგავსი ტერიტორიების რაციონალური მოწყობის მაგალითი იქვეა. ეს არის ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკი, რომელშიც ბუნებრივად გადადის დენდროპარკი. ეს არის ქალაქელების საყვარელი ადგილი, სკამებით, ხიდებით ნაკადულებზე, სასმელი შადრევანით, ნაგვის ურნებით და ელექტრო ფანრებით. სუფთა, მოვლილი, რეგულარულად დასუფთავებული.

G city park 1
 ქალაქის დასვენების და კულტურის პარკი

საიდუმლო მარტივად ვლინდება: პარკი ქალაქის ბალანსზეა, ხოლო მისი შენახვის ხარჯები შეტანილია ქალაქის ბიუჯეტში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარკს ჰყავს პატრონი, რომელსაც გააჩნია მისი შენახვისთვის საჭირო ფინანსები და ადამიანები. ეჭვი არ არის, რომ დენდროპარკი ქალაქის საკუთრება რომ ყოფილიყო, მის მომავალზე არ იქნებოდა სადარდებელი. ქალაქის პარკთან გაერთიანებით ერთ ადმინისტრაციულ-სამეურნეო ერთეულად, ის გახდებოდა საერთო ბუნებრივ-კულტურული კომპლექსის განუყოფელი ნაწილი. ორი ნაწილის მთლიანობა ხაზგასმული იქნებოდა მცირე არქიტექტურული ფორმების (სკამები, ხიდები, ფარნები და სხვ.) ერთნაირობით და საერთო ტერიტორიის თანაბარი მოვლილობით.

ერთი შეხედვით მარტივი გამოსავალი პრაქტიკაში რთული აღმოჩნდება. ქალაქის პარკის ტერიტორია, რომელიც წარსულში ნაკრძალი იყო, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გამოიყო ლაგოდეხის ნაკრძალის შემადგენლობიდან და ოფიციალურად გადაეცა ქალაქის მფლობელობაში.

G city park 2
 ქალაქის დასვენების და კულტურის პარკი

ამჟამინდელი დენდროპარკის ტერიტორია კი საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკუთვნის, რომელსაც თავისი ადმინისტრაციები აქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ლაგოდეხში. ადგილობრივი ადმინისტრაციის ამოცანებია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების და უნიკალურობის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და დაცვა, ბრაკონიერობასთან ბრძოლა, მიწებისა და ტყეების გამოყენებაზე კონტროლი, სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრა და სხვა სახის დაცვითი ხასიათის ზომები. შტატში შედიან დირექტორი, რეინჯერები, ინსპექტორები, ტექნიკური პერსონალი, რომელთა მოვალეობები მრავალფეროვანია, მაგრამ არ ითვალისწინებს იმ სამუშაოების შესრულებას, რასაც ქალაქის პარკის მოვლის თანამშრომლები აკეთებენ.

ამგვარად, დენდროპარკი, რომელიც მუდმივ სანიტარულ მოვლას საჭიროებს, რთულ და იურიდიულად გადაუჭრელ სიტუაციაში აღმოჩნდა. სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ის უნდა იყოს სუფთა და მოვლილი, როგორც ქალაქის პარკი, მაგრამ მისი დაცულ ტერიტორიებთან კუთვნილება არ ითვალისწინებს შესაბამისი თანამშრომლების შტატს და მოვლის სამუშაოებისთვის დაფინანსებას. გამოსავალი სიტუაციის მოგვარება შესაძლებელია, თუ დენდროპარკი დაცული ტერიტორიების სააგენტოს იურისდიქციიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის იურისდიქციაში გადავა.

შედეგად, ლაგოდეხი მიიღებს კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას, ისტორიულად ცნობილ მლოკოშევიჩის ბოტანიკურ ბაღს, „საგანძურს“, პოლონელი მეტყევე და დენდროპარკის რევატალიზაციის პროექტის ავტორის, რადოსლავ კონიაჟის თქმით, „რომლის ქონაც პოლონეთის ყველა ქალაქს სურს“. ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ევროპის ბევრ ქალაქსაც.

ამისთვის მხოლოდ ორი პირობაა აუცილებელი: ლაგოდეხის ხელისუფლების სურვილი და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს კეთილი ნება. დანარჩენი იურიდიული შეთანხმებებისა და დროის საკითხია.

ამით ყველა მოიგებს: ქვეყანა, ქალაქი, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურისტები.

-------------

ფოტო:

პეტრე ზგონიკოვი (დენდროპარკი ჩამოსვლამდე...)

როლანდ ოსიპოვი (დენდროპარკი შემდეგ...)

ვალერი ოღიაშვილი (ქალაქის პარკი)

----------------

თარგმანი რუსულიდან: ვალერი ოღიაშვილი


Просмотров: 552


Комментарии к статье:

Комментарий добавил(а): Седой Лагодехский.
Дата: 16-10-2025 10:00

Гаихаре Петре! Наღди Лагодехели хар! Г Е Н А Ц В А Л Е Т квелас висац Лагодехзе гули гткиват !!!!!!

Удалить

Добавить Ваш комментарий:

Введите сумму чисел с картинки